წითელი ვანდეა
1920 წელს, რუსეთის კომუნისტური პარტიის კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელის სერგო ორჯონიკიძის მითითებით კავკავში დიდი სამზადისი გაჩაღდა. წინაწლებში საქართველოდან გაქცეული ოსი მებრძოლი ბოლშევიკებისგან, აპრილში „სამხრეთ ოსეთის პარტიზანული ბრიგადა“ შექმნეს და მის პოლიტიკურ კომისრად ძველი ბოლშევიკი – რაჟდენ შამელის ძე კოზაევი დანიშნეს.