სტრატკომ-საქართველო

საქართველო, როგორც ევროპული დემოკრატიის ქვეყანა, ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული და დინამიურად განვითარებადი, ინტერნეტ-კომუნიკაციების სივრცის ბუნებრივი წარმომადგენელია. თავის მხრივ, სწორედ თავისი დემოკრატიული ბუნებისა და ტექნოლოგიური პროგრესის საფუძველზე, ინტერნეტი, მომხმარებლებისთვის ერთდროულად ქმნის შესაძლებლობებისა და რისკების პერსპექტივებს.

სიტუციას კიდევ უფრო ართულებს ის გარემოება, რომ ინტერნეტი სამხედრო ხასიათის საბრძოლო მოქმედებების ტრადიციულ თეატრებს ახალ განზომილებად დაემატა. დღეს, ის, საუკეთესო და ერთ-ერთი ეფექტური სივრცეა მოწინააღმდეგის საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ოპერაციების წარმოებისთვის, რომელიც თავის მხრივ, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ტირაჟირებასაც გულისხმობს.

ამ გზაზე, ააიპ “სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი-საქართველო” მზად არის ყველა დაინტერესებულს გადასცეს ცოდნა ახალი, მეტად ეფექტიანი და საინტერესო ჰიბრიდული საინფორმაციო დისციპლინის, “სტრატეგიული კომუნიკაციების” შესახებ. “სტრატკომ-საქართველო” ეცდება განახორციელოს ისეთი პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო აქტივობებისადმი საზოგადოების მედეგობის ზრდას.

მიზნები

საქართველოში სტრატეგიული კომუნიკაციების შესახებ არსებული დეფიციტური ცოდნის გავრცელება

სახელმწიფო უწყებებში სტრატეგიული კომუნიკაციების განვითარების პროცესის ხელშეწყობა

საქართველოს ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფისთვის აუცილებელი საინფორმაციო გარემოს უზრუნველყოფა

საქართველოს საერთაშორისო იმიჯისა და რეპუტაციის გაძლიერების საქმეში წვლილის შეტანა

ჩვენი გუნდი

ერეკლე შუბითიძე

«სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი -საქართველოს» აღმასრულებელი დირექტორი. ერეკლე შუბითიძე საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტრატეგიული კომუნიკაციების მკვლევარი და ექსპერტია. მას მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი ორმაგი პროფესიით – პოლიტიკურ მეცნიერებასა და რუსეთისა და ცენტრალური ევრაზიის კვლევების მიმართულებით, ვიენბერგის უნივერსიტეტიდან (აშშ). იგი, ასევე ფლობს მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხს უსაფრთხოების კვლევების მიმართულებით ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯიდან (University College London). მას აქვს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მუშაობის რვაწლიანი გამოცდილება, მათ შორის, სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით. იგი, ამავდროულად არის ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მიერ აკრედიტებული სტრატეგიული კომუნიკაციების კურსის დირექტორი თავდაცვის აღმშენებლობის სკოლაში (საქართველოს თავდაცვის სამინისტრო). შუბითიძე იყო საქართველოს პირველი წარმომადგენელი ნატოს «სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის ცენტრში» (რიგა, ლატვია), სადაც პროფესიული მივლინებით იმყოფებოდა. 2023 წლის ივლისიდან ერეკლე შუბითიძე არასამთავრობო ორგანიზაცია, «სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი-საქართველოს» აღმასრულებელი დირექტორია.

გიორგი მოლოდინი

სტრატეგიული კომუნიკაციების მკვლევარია. Მას აქვს ბაკალავრის დიპლომი პოლიტოლოგიაში და ასევე, ფლობს მაგისტრის ხარისხს მედია-მენეჯმენტში. 2012 წლიდან 2017 წლამდე ის საჯარო მოხელე იყო. Საქართველოს იუსტიციის, საგარეო და თავდაცვის სამინისტროებში მისი ძირითადი ფუნქცია და ინტერესის სფეროები საზოგადოებასთან ურთიერთობა და პოლიტიკის ანალიზი იყო. დღეს, გიორგი მოლოდინი არასამთავრობო ორგანიზაცია “სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეა. ასევე, მოლოდინი პროექტის – “საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის” ერთ-ერთი დამფუძნებელია, “სტრატკომ-საქართველოს” საქმიანობის ფარგლებში.

რომან აფაქიძე

ჟურნალისტი, მთარგმნელი, მეცნიერების პოპულარიზატორი. საინიციატივო ჯგუფ „დიაგნოზისა“ და საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის წევრი. აქვს კრიზისულ სიტუაციებში საინფორმაციო პოლიტიკის მიზნების ფორმირებისა და კოორდინაციის გამოცდილება.

გიორგი კალატოზიშვილი

საკონსულტაციო ბიზნესში და სტრატეგიულ პიარში მუშაობის 14 წლიანი, ხოლო მედიაში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება. ერიქსონის საერთაშორისო ინსტიტუტის კურსდამთავრებული ქოუჩი, The MGI Management Institute-ის და აშშ-ს პიარ ასოციაციის (PRSA) მიერ სერტიფიცირებული სპეციალისტი კრიზისული კომუნიკაციების ეფექტიან მართვაში. ასევე, არის ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“-ს მიერ სერტიფიცირებული სპეციალისტი ზიანის შემცირების პროგრამების ადვოკაციაში. 2011 – 2012 წლებში ასწავლიდა საზოგადოებასთან ურთიერთობის საფუძვლებს სსიპ გორის სასწავლო უნივერსიტეტში.

მარი კევლიშვილი

ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორანტი, მარკეტინგული კომუნიკაციების სპეციალისტი, სოციალური მედიის მენეჯერი, რეკლამის ანალიტიკოსი, ტრენერი. სარეკლამო კომპანია Falcon-ის დამფუძნებელი. თავდაცვის სამინისტროში ხელმძღვანელობდა სტრატეგიული კომუნიკაციების პოლიტიკისა და დაგეგმვის განყოფილებას. ამჟამად სტრატეგიული კომუნიკაციების ტრენინგ-ცენტრის მოწვეული ტრენერი და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსია.

დავით ძიძიშვილი

მედიის კვლევის დოქტორანტი, საზოგადოებრივ ურთიერთობათა მაგისტრი. შვიდ წლიანი სამუშაო გამოცდილება საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ოპერაციების დაგეგმვის სფეროში (საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში). „სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი – საქართველო“ ერთ-ერთი დამფუძნებელი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი. ტრენერი 10 წლიანი გამოცდილებით. ავტორი კურსისა “ჰიბრიდული ომი და მისგან მომდინარე საფრთხეები”. კრიზისული კომუნიკაციის სპეციალისტი.

ლაშა ხოჯანაშვილი

ლაშა ხოჯანაშვილი-ფსიქოლოგიის დოქტორი. ახლო აღმოსავლეთის ამერიკული უნივერსიტეტის(ქუვეითი) ასისტენტ-პროფესორი,.  სამუშაო მიმართულება პიროვნების ქცევის მოტივაცია და გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ზეგამვლენი ფაქტორები. ახორციელებდა კვლევით და პედაგოგიურ საქმიანობას ძალოვან უწყებათა ქვემდებარე  ქვედანაყოფებში, მათ შორის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში. ევროპის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი. ავტორი კურსისა “კრიმინალური ქცევა და საგამოძიებო ინტერვიუირება”