დაიცავი თავი ყალბი ინფორმაციისგან
სტრატკომ-საქართველოს მიზანია, დაიცვას ქვეყანა და საზოგადოება მის წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო ომისგან.
სტრატკომ-საქართველო
ააიპ “სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი-საქართველო” მზად არის ყველა დაინტერესებულს გადასცეს ცოდნა ახალი, მეტად ეფექტიანი და საინტერესო ჰიბრიდული საინფორმაციო დისციპლინის, “სტრატეგიული კომუნიკაციების” შესახებ.
“სტრატკომ-საქართველო” ეცდება განახორციელოს ისეთი პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო აქტივობებისადმი საზოგადოების მედეგობის ზრდას.

ჩვენი მიზანია
სტრატეგიული კომუნიკაციების შესახებ არსებული დეფიციტური ცოდნის გავრცელება
სახელმწიფო უწყებებში სტრატეგიული კომუნიკაციების განვითარების ხელშეწყობა
საქართველოს საერთაშორისო იმიჯისა და რეპუტაციის გაძლიერება
ჩვენი გუნდი

ერეკლე შუბითიძე

გიორგი მოლოდინი

რომან აფაქიძე

გიორგი კალატოზიშვილი

მარი კევლიშვილი

დავით ძიძიშვილი

ლაშა ხოჯანაშვილი
პუბლიკაციები

დეზინფორმაციასთან ბრძოლის მნიშვნელობა და სამოქალაქო საზოგადოება
გიზიარებთ ჩვენი ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, ერეკლე შუბითიძის ინტერვიუს – ანტი-დასავლურ დეზინფორმაციასთან ბრძოლის მნიშვნელობისა და სამოქალაქო საზოგადოების როლის შესახებ.
ინტერვიუს შეგიძლიათ გაეცნოთ „სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი საქართველოს“ ერთ-ერთი დონორი ორგანიზაციის – „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი“ (EaP CSF) ვებ-გვერდზე.
ინტერვიუს ბმული

ერეკლე შუბითიძე: “არ უნდა დავუშვათ რომ მარტო დავრჩეთ კიდევ ერთ უთანასწორო ბრძოლაში”
“შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და ინტერესების უზრუნველსაყოფად მნიშნველოვანია, დავრჩეთ დასავლური სამყაროს განუყოფელ ნაწილად. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს შეიძლება, არ ეყოს რესურსი – თავი დაიცვას ჩინური მაქინაციებისგან, რომლის გრძელვადიანი მიზნები სუსტი სახელმწიფოების ჯერ საკუთ ფინანსურ შესაძლებლობებზე “ჩამოკიდება” და შემდეგ მათი კოტროლია. არ უნდა დავუშვათ რომ მარტო დავრჩეთ კიდევ ერთ უთანასწორო ბრძოლაში.”
მეტი წაიკითხეთ ლინკზე – https://shorturl.at/cjADG

როგორ გავუმკლავდეთ ტროლებს
თუ სოციალური მედიის აქტიური მომხმარებელი ხართ და თქვენი პირადი და საქმიანი რეპუტაცია გადარდებთ, მაშინ, თქვენ ვალდებული ხართ გქონდეთ სახელმძღვანელო რომელიც ინტერნეტ-ტროლებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.